აშშ-ში 23 მარტი ინტერნეტის გამორთვის ნაციონალური დღეა (The National Day of Unplugging). ამერიკელებმა ინტერნეტში შესვლისგან მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე თავი უნდა შეიკავონ. ასეთი აქციის ჩატარების იდეა თავის დროზე არაკომერციულ ორგანიზაცია “Reboot”-ს ეკუთვნოდა.
ორგანიზატორთა თქმით, ამ დღეს ამერიკელები ინტერნეტს უნდა მოერიდონ და დრო ახლობლებთან ურთიერთობას უნდა დაუთმონ. ამგვარად, ის, ვისაც აქციაში მონაწილეობა სურს, უნდა გამორთოს კომპიუტერი, სმარტფონი და სხვა მოწყობილობები.
კვლევები მოწმობს, რომ, ინტერნეტის გამორთვა, თუნდაც ერთი დღით ამერიკელებისთვის დიდი მსხვერპლია.
“Boston Consulting Group”-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, ინტერნეტი ამერიკელთა ცხოვრების იმდენად განუყოფელი ნაწილი გახდა, რომ აშშ-ს მოქალაქეთა 21% ერთი წლის მანძილზე ინტერნეტზე უარის თქმას სექსისგან თავის შეკავება არჩია.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 69% თანახმაა ერთი წელი ყავის გარეშე გაძლოს. შხაპის მიღებაზე მნიშვნელოვანი ინტერნეტი 7 %, 77 % კი, თანახმაა შოკოლადზე თქვას უარი, ქსელში შესვლის სიამოვნების სანაცვლოდ.