დღეს, თანამედროვე კომუნიკაციების ეპოქაში, ადამიანები ძალიან ხშირად ეცნობიან ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით. ადამიანის შეცნობა უშუალო კონტაქტის დროსაც კი ძალიან ძნელია. მით უმეტეს, რისკის შემცველია ვირტუალური სიახლოვე.
ან აზრი როგორ უნდა შეგექმნათ ადამიანზე, რომელსაც ერთხელაც არ დალაპარაკებიხართ ბუნებრივ „რეჟიმში“. ის კი არა, წლების განმავლობაში ცხოვრობენ ერთად, მაგრამ ბოლომდე ვერ იცნობენ ერთმანეთს. ანუ, საფრთხე არსებობს, თანაც რეალური, რომ სერიოზულ შეცდომას დაუშვებთ.
გაითვალისწინეთ რამდენიმე ოქროს წესი, ისე, ყოველი შემთხვევისთვის.
დააკვირდით, რა ფოტო აქვს „დაყენებული“ თქვენს ახალ ნაცნობს მთავარ გვერდზე, ანუ „პროფილზე“. თუ ეს პეიზაჟია, რომელიმე კინოვარსკვლავი, ან გაურკვეველი ამბიცია – იცოდეთ, ადამიანები საკუთარ სახეს ტყუილუბრალოდ არ მალავენ. მათ ან ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, ან კომპლექსები აწუხებთ, ან რაღაც კონკრეტული ჩანაფიქრი გააჩნიათ, ან კიდევ, ემალებიან ვიღაცას. არც ერთი ვარიანტი არ არის სასურველი.
თუ ინტერნეტსაუბრებისას ხშირად გადის ქსელიდან, ან უცებ, შუა საუბრისას აკეთებს ამას, სავარაუდოდ, უნდა იეჭვოთ, რომ ამ დროს ოთახში მისი მეუღლე შემოვიდა. ანდა, ტელეფონით ემესიჯება ვიღაც ალტერნატიულ ქალბატონს.
ერთი სიტყვით, თუ სერიოზული გეგმები გაქვთ, რაც შეიძლება, სწრაფად გაიცანით და გადადით ნორმალურ ურთიერთობაზე.
ავტორი