„გურია ნიუსი“ , ახლახან, კიდევ ერთხელ, ვრცლად წერდა გურიაში, კერძოდ კ ი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის , მაღალი სტანდარტის ოპტიკური ინტერნეტის ხაზით დაქსელვის შესახებ, რომელსაც ადგილებზე კომპანია „აერნეტი“ ახორციელბს.
როგორც ვთქვით, 2020-2025 წლების ახალი სტრატეგია „საყოველთაო ინტერნეტიზაციის შესახებ, 2020 წელს დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის მიერ, რასაც დაემატა მსოფლიო ბანკის 40 მილიონ დოლარად შემუშავებული პროექტი, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულებულიყო.
ამჟამად, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მცხოვრებთა მხრიდანაც არის დიდი დაინტერესება, როდის მოხდება მათ მუნიციპალიტეტებში მაღალი სტანდარტის ინტერნეტის მიწოდება.
ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურში, როგორც დაბაში, ისე სოფლის ცენტრებამამდე “Open Net”- ის ქსელი, დიდი ხანია, შეყვანილია. ცნობილია ისიც, რომ გასულ წელს ინტერნეტპროვაიდერმა „ეარნეტმა“ დაიწყო დაქსელვა ოზურგერთში და საქმე დასარულს უახლოვდება.
ჩვენს კითხვაზე, როდის მოხდება მაღალი სტანდარტის ინტერნეტის ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებისთვის მიწოდება, კომპანია „ეარნეტის “დირექტორმა, შოთა მიქაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ასევე სოფლების ცენტრებამდე “Open Net”- ის ქსელი, დიდი ხანია, შემოყვანილია. მომავალი წლიდან, (ანუ 2026 წელს) მოხდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სრულად ინტერნეტიზაცია. რაც შეეხება ლანჩხუთს, იქ ჩვენ არ ვახდენთ დაქსელვას და ვერც პასუხს გაგცემთ, _ გვითხრა მან.
ავტორი

































































