“მსოფლიო ბანკი” საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს 40 მილიონი დოლარით დააფინანსებს, რის შედეგადაც ინტერნეტზე წვდომას ნახევარ მილიონამდე მოსახლე მიიღებს,_ ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მსოფლიო ბანკმა” მიიღო გადაწყვეტილება და 40 მილიონ დოლარამდე თანხით დააფინანსებს ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს. ესაა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, იგივე Log-in Georgia, რაც ნიშნავს, რომ 1 000-მდე დასახლებულ პუნქტში მაღალი ხარისხის ფართოზოლოვანი ინტერნეტი გვექნება და დაახლოებით ნახევარი მილიონი მოსახლე მიიღებს ძალიან მაღალი ხარისხის ინტერნეტს“, – განაცხადა თურნავამ.