სააგენტო The Guardian-ის ინფორმაციით, ინტერპოლმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს იმ წევრების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც შესაძლოა ევროპაში ტერორისტული აქტები მოაწყონ. ინფორმაციას–ი ავრცელებს. სიაში 173 ტერორისტული ორგანიზაციის წევრი მოხვდა.
გაზეთის ცნობით, სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტების სია ინტერპოლს ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გადასცეს, მათ კი იგი სირიიდან და ერაყიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინეს.
სია საკმაოდ სრულოფილია და იგი აღწერს თითოელი ტერორისტის გადაბირების დროს, მათი დაბადების ადგილს, ინფორმაციას მათი ოჯახის წევრების შესახებ. მოპოვებული ინფორმაცია ისეთ დეტალებსაც შეიცავს, როგორიცაა მაგალითად, იმ მეჩეთების დასახელება, სადაც პოტენციური თვითმკვლელები დადიან. სიას თან ერთის მათი ფოტოსურათებიც.
ინტერპოლს ამ ეტაპისთვის, არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, ისლამური სახელმწიფოს ეს კონკრეტული წევრები ამჟამად იმყოფებიან თუ არა ევროპაში.