თენგიზ აბულაძის სურათი “ნატვრის ხე”, იმ კატეგორიის შედევრებს განეკუთვნება, ყველა ეპოქაში, ყველა თაობისთვის რომ ერთნაირად მისაღები იქნება.
ამ ფილმის გადაღება კახეთში მიმდინარეობდა. მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ნორჩი, 15 წლის ლიკა ქავჟარაძის სილამაზემ გულგრილი ვერავინ დატოვა.
გარდა იმისა, რომ “ნატვრის ხის” ახალგაზრდა პერსონაჟები, სოსო ჯაჭვლიანი და ზაზა კოლელაშვილი მასზე იყვნენ შეყვარებულები, არც კახელი ჭაბუკები ყოფილან მის მიმართ გულგრილნი. ერთ დღესაც ლიკა ქავჟარაძე სოფლის შარაგზაზე მიდიოდა.
ერთმა ადგილობრივმა ბიჭმა რაღაც მიაძახა. სოსომ და ზაზამ ჯერ ერთმანეთს შეხედეს, შემდეგ ლიკას და უცებ ატყდა საოცარი ჩხუბი. ორი მსახიობი სოფლის ბირჟაზე შეკრებილ ოცამდე კაცს სცემდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კინოს მსახურების სულისკვეთებამ იმარჯვა და ბირჟაზე მდგომნი ადგილობრივები, გემრიელად გასილაქებულები ერთიანად მიწაზე აღმოჩნდნენ.
მეორე დღეს კვლავ ზავი ჩამოვარდა. სოფლის ბიჭები მსახიობებთან ამოვიდნენ, ბოდიში მოიხადეს, პურ-მარილიც ამოიტანეს და შერიგების შემდეგ კარგადაც იქეიფეს.