იოსემიტის ეროვნულ პარკში 18 წლის ტურისტი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ABCNEWS ავრცელებს.
როგორც დაღუპულის დედა ამბობს, ის სელფის გადაღებას ცდილობდა, როდესაც კლდიდან ჩამოვარდა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ისრაელის მოქალაქეა და იერუსალიმში მოხდება მისი გადასვენება.
გავრცელებული ინფორმაციით, პარკის სტუმრებს აფრთხილებენ, რომ რელიეფისა და ხანძრისგან გამოწვეული საფრთხეებისთვის მზად იყვნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, მიმდინარე კვირას იოსემიტის ეროვნულ პარკში კიდევ ერთი მოზარდი დაიღუპა. ის სახლში, მე-5 სართულზე გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.