თამბაქოს მსგავსად ალკოჰოლის მოხმარების, ხელმისაწვდომობის და რეკლამირების შეიზღუდვის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლელა სტურუა „გურია ნიუსთან“ საუბარში არ ადასტურებს.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ გეგმავს არანაირი კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც რამენაირად შეზღუდავს ალკოჰოლის მოხმარებას ან გაყიდვას. ის სტატია, რაც IPN-ზე და BPN-ზე იქნა გამოქვეყნებული, არ შეესაბამება სინამდვილეს“,_განაცხადა სტურუამ.
მისივე თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები არსებობს და მათი ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ყველა რეკომენდაცია უნდა შესრულდეს.
„მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები არსებობს, მაგრამ რეკომენდაციები არ ნიშნავს რომ ყველას მაშინვე მივყვებით და უნდა აღვასრულოთ. რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი უკვე შესრულებულია. რეკლამა დღის საათებში არ ხდება, ბავშვებზე მიყიდვა არ შეიძლება და ა.შ. _ განაცხადა სტურუამ.