„იყავით სიკვდილის ჟამს სიცოცხლის მაცნეები“,_ აღნიშნული ფრაზა Reuters-ის ინფორმაციით, რომის პაპმა სააღდგომო წირვაზე წარმოთქვა.
მსახურებას, წმინდა პეტრეს ტაძარში, რომელიც 10 000 ადამიანს იტევს, ცოტა ხალხი დაესწრო.
რომის პაპმა ქადაგებისას ყურადღება გაამავილა ფრაგმენტზე იესო ქრისტეს ცხოვრებიდან, როდესაც ქალებმა აღმოაჩინეს მაცხოვრის ცარიელი საფლავი და იწამა ქრისტიანულმა სამყარომ, რომ ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და აღნიშნული მოვლენა მსოფლიოში არსებულ გაურკვეველი ვითარებას შეადარა, რომელიც კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული.
„მაშინ ასევე ეშინოდათ მომავლის და მსოფლიოს სჭირდებოდა ხელახლა აღდგენა. მტკივნეულია მეხსიერება და ხანმოკლეა იმედი. მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, ის იყო ყველაზე ბნელი საათი“.
რომის პაპმა მრევლს მოუწოდა არ დამორჩილდნენ სიკვდილის შიშს და ყურადღება იმედის გზავნილზე გაამახვილონ.
„ არ შეგეშინდეთ, ნუ დანებდებით შიშს. ეს არის იმედის გზავნილი. ეს დღე მომართულია ჩვენთვის. ეს ის სიტყვებია, რომელსაც უფალი ყოველ ღამე იმეორებს ჩვენთვის.“
“მოდით დავასრულოთ სიკვდილის ტირილი. აღარანაირი ომი! შეწყდეს იარაღის წარმოება და იარაღით ვაჭრობა, რადგან გვჭირდება პური და არა იარაღი.
დასრულდეს აბორტი და უდანაშაულო სიცოცხლის მოსობა“,_ ბრძანა რომის პაპმა.