მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოეს დროში მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს და მოსახლეობას აფრთხილებს.
“დღეს გვიან საღამოდან – ხვალ შუადღემდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი შეცვლა, დასავლეთში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ძლიერი ნალექი, გაძლიერდება ასევე დასავლეთის ქარი.
იყავით ფრთხილად ისეთ ნეგატიურ მოვლენებთან, როგორიცაა ძლიერი ქარი და წვიმის დროს ტრანსპორტის შეფერხება.
ზეგ ყველგან გადაიღებს წვიმა”, _ წერს კობა ფარტენაძე.