ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანია, ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებს. თუმცა, არაერთ გუთვალისწინებელ ქმედებას სჩადის და გზის მშენებლობის ნაცვლად, იბზარება და ინგრევა აქ მცხოვრებთა სახლების კედლები.
ამის გამო ადგილობრივებმა კიდევ ერთხელ მოაწყვეს საპროტესტო აქცია.
თაყაიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აღშფოთებას ვერ მალავენ კომპანიის ზოგი წარმომადგენლის ცინიზმის გამო.
_ ჩინური კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როცა ვკითხეთ, ასეთი დამრეცი და დაბრეცილი ტროტუარის ჯებირზე როგორ გადავახტუნოთ მანქანა, „ბუფერი“ მაშინვე გატყდება-თქო, არხეინად გვიპასუხა: „ჩემნაირი მანქანა იყიდეთო; ჯიპის ყიდვა გვირჩია“, _ ამბობენ „გურია ნიუსთან“ ადგილობრივები.
ამ გაწელილი და დაუსრულებელი პრობლემის თაობაზე, „გურია ნიუსი “ მალე შემოგთავაზებთ ვრცელ სტატიას.
ავტორი