განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა თბილისის გარეუბანში. მუხიანის მე-4 მიკრო ნაიონში, 42-ე კორპუსში – დილის 9 საათზე მეზობლებმა ლიფტში დანით დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს.
განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მამაკაცი დანაშაულს აღიარებს, თუმცა განმარტავს, რომ ის თავს იცავდა. საუბარია მუხიანში მომხდარ მკვლელობაზე, რა დროსაც ადგილობრივებმა ლიფტში დასახიჩრებული მეზობლის ცხედარი იპოვეს.
დაკავებულმა სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლა.
„ჩემზე იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, მუქარა, ვადა – ან დავთანხმდებოდი იმაზე რასაც მთავაზობდა, ან სხვა რამეს მოიმოქმედება“,- თქვა ბრალდებულმა სასამართლოზე.
მოსამართლემ ბრალდებულს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმე არსებით განხილვაზე გადადის.
წყარო: პრაიმტაიმი