სახალხო დამცველი ეხმიანება ქუთაისის N 2 და ბათუმის N 3 პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ბუნტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას და მზად არის, მომართვის შემთხვევაში გადაამოწმოს ყველა ინდივიდუალური შემთხვევა”,_ აცხადებს სახალხო დამცველი.
ცნობისთვის, დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქუთაისის ნომერ მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 50-მდე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. ისინი დროულ სამედიცინო დახმარებას, ადმინისტრაციის მხრიდან მეტ ყურადღებას და ამნისტიას მოითხოვდნენ.
გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახურიც. როგორც სამსახურში განაცხადეს, დაწესებულებაში განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია.