“გურია ნიუსს” წერილი შემოუვიდა სოფელ ზოტიდან.
“ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ზოტში, უზარმაზარი თოვლია. ,,იმ აჭარელი ქალისა არ იყოს, გზა არაა, კვალი არაა, მომკითხავი ვინმე არაა”. საერთოდ არც მუნიციპალიტეტის მერს და არც სახელმწიფო რწმუნებულს არ უხსენებიათ ამ დღეების განმავლობაში ზოტი.
ზოტს მუხლუხა ტრაქტორების პრობლემა არა აქვს. ეს ტექნიკა უამრავია ზოტში, მაგრამ საწვავის არქონის გამო, ვერ გადაადგილდებიან. ვიცი, ბატონ დავითს მერის წარმომადგენლის ინფორმაცია აქვს მარტო და სხვა არავისი, მაგრამ არც ისე მარტივადაა საქმე ზოტში, როგორი ინფორმაციაც აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეგებ თქვენი გულისხმევით და აქტიურობით მაინც მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას მანამ, სანამ მთლიან სოფელს არ ამოახრჩობს თოვლი.
იქნებ, თქვენი აქტიურობით მაინც მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას მანამ, სანამ მთლიან სოფელს არ ამოახრჩობს თოვლი.
ადგილობრივი ხელისუფლების პასუხს მალე შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს.