https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

იქნება თუ არა პურზე გასაჭირი და არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი

10:52; 20.05.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მალე პურის ფქვილის მარაგი ამოიწურება. პურის ფასი გაორმაგდება და პურის შეძენა, შესაძლოა, ტალონითაც დაიწყოს…

ასეთ მოარულ ხმებს თუ ჭორების გავრცელებას ხელს უწყობს არა ერთი განცხადება, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებებითაც ვრცელდება.

ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე, “გურია ნიუსი” აქტიურად წერდა პურის ფასების შესახებ. ვწერდით, რომ ხალხის მოთხოვნა იყო და არის, პურსა და პურის ფქვილზე შენარჩუნდეს ხელმისაწვდომი და სტაბილური ფასი.

ოზურგეთში “გულისტანის” ფქვილის საწარმო მუშაობს (თურქული კომპანია) და დღეისთვის ქალაქში არსებული ყველა საცხობი თუ მაღაზია, ძირითადად, ამ ქარხნიდან მარაგდება.

“გურია ნიუსი” შეხვდა და ესაუბრა ოზურგეთში მოქმედი არაერთი საცხობის თუ მაღაზიის მფლობელს, სადაც პური თუ პური ფქვილი იყიდება.

კითხვაზე, როცა მოქალაქეები, რიგითი ადამიანები არიან პანიკაში და გამოთქვამენ შიშს, პურის შეზღუდულად მიწოდების მოლოდინით, რა მდგომარეობაა დღეისთვის და რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სინამდვილეს, ასეთი პასუხები მოვისმინეთ:

ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის მეპატრონე, ზაზა სკამკოჩაიშვილი:

_ ამ ეტაპზე ჩვენ პურის ფქვილის მარაგი გვაქვს. თუმცა, დღეისთვის ფქვილს გვაწვდის “გულისტანის” ქარხანა. ამ კვირაში ფასი არ გაზრდილა. აწი რა იქნება, არ ვიცი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხალხს ხელმისაწვდომ ფასში მივყიდოთ, არსებულ რეალობის გათვალისწინებით. მაგალითად, 25-კილოგრამიანი ექსტრა “გულისტანი” ღირს 50 ლარი. ასევე, რუსეთის ფქვილი გვაქვს, ასეთივე, 25 კგ-ის ოდენობის 45 ლარი ღირს. გეტყვით იმასაც, რომ ბერვილის ჯგუფმა (ფოთის “პურადი”) შეაჩერა მოწოდება. როგორც ინფორმაცია გვაქვს, მარაგი ამოეწურათ და ეს ცუდია. ჩვენ არა ერთი ქარხანა გვაწვდის ფქვილს. შესაბამისად, როცა არჩევანი დიდია, ეს მომხმარებელსა და ასევე, ბაზარზეც დადებითად მოქმედებს, _ გვეუბნება ზაზა სკამკოჩაიშვილი.

მისივე თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ, მარცვლეულის თუ ღერღილის ფასი ძალიან არ გაზარდონ. მაგალითად, აქ ერთი კილოგრამი ყვითელი სიმინდის მარცვალი 1,40 ლარი ღირს. ერთი კგ სიმინდი _ 2,50 ლარი.

_ ღომისთვის ღერღილს, ერთ კილოგრამს 4,50 ლარად ვყიდით. სამეგრელოდან მაქსიმალურ ფასად, 4 ლარად ჩამოაქვთ. ადამიანებს ხელს ვუწყობთ, რომ დროებით, ნისიად მივცეთ ეს აუცილებელი საზრდო, _ გვეუბნება სკამკოჩაიშვილი.

რაც შეეხება ქატოს ფასს, ქალაქში 20-კილოგრამიანი ტომარა უმეტესად 21 ლარი ღირს, 20 კილოგრამიანი შავი პურის ფქვილი კი _ 26 ლარი. მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი ქატოსა და შავი ფქვილის გაძვირებაზეც საუბრობს, რომლის გარეშეც პირუტყვის გამოკვება შეუძლებელია:

_ რა უნდა ვქნათ?! ყველის ფასი დაეცა _ ერთი კილოგრამის ჩაბარება შვიდ ლარზე ჩამოვიდა. ქატო და შავი ფქვილი კი, პირიქით _ გაძვირდა. სიმინდი, კიდევ კარგი, ჯერ კიდევ გვაქვს სახლში, თორემ ყველსაც ვერ ამოვიყვანდი. ალბათ, მაწვნის კეთებაზე გადავალ, თუ ასე გაგრძელდა და ასე უფრო მოვახერხებ, გავყიდო და შაქარი და პური ვიყიდო. მძიმე ვითარებაა და იმედიც არ ჩანს, _ გვეუბნება ძიმითის მკვიდრი ნონა სალუქვაძე, რომელიც ბაზარში საკუთარი ოჯახიდან რძის ნაწარმს ყიდის.

შპს “ვასაძის პურის” ოფისში გვეუბნებიან, რომ ჯერჯერობით, პურის ფქვილის მარაგი აქვთ, რეგულარულად მიეწოდებათ და პურზეც არანაირი დეფიციტი არ არსებობს.

_ პურის ფქვილის ფასი ისეც ყოველდღე იზრდება. სანამდე გავუძლებთ, არ ვიცით. რახანია, ისევ ძველებურად, სახლში დავიწყეთ პურის გამოცხობა. ცოტა შეღავათი მაინც არის მაღაზიაში ნაყიდთან შედარებით. თან ისეთი დროა, უკვე ოჯახებში სიმინდისა თუ სხვა საკვების მარაგი იწურება. თავი გაგვაქვს, ასე ჰქვია. მშვიდობა იყოს და არ ვჩივით… თუმცა, რანაირი მშვიდობაა, როცა უკვე გათენებისთანავე იწყებ ფიქრს, რომ დღის სამყოფი პური გქონდეს ოჯახში… _ გვეუბნებიან ოზურგეთის ბაზარში შემხვედრი მომხმარებლები: ქეთევან სალუქვაძე, მზევინარ ნაკაშიძე, თეო მახარაძე…

რაც შეეხება თონეებს, სადაც, ასევე, გაზრდილია ერთი ცალი ლავაშის ფასი, გვეუბნებიან, რომ შესაძლოა, ფასმა კვლავ აიწიოს.

_ ჩვენთან ერთი ცალი თონის პურის ფასი 1,30 ლარი ღირს. ნახევარი კილოგრამია. წონას არ დავაკლებთ, ჯერჯერობით, ფასიც არ გაგვიზრდია ამ უახლოეს პერიოდში, თუმცა, თუ ფქვილის ფასი გაიზარდა, მერე იძულებული ვიქნებით, _ გვეუბნებიან სავაჭრო ქსელ “იმედის” წინ მდებარე საცხობში.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, პურის ფქვილის შეზღუდვის თაობაზე, ასეთ განცხადებას ავრცელებს:

“ბოლო დღეებში ზოგიერთი სატელევიზიო და საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩვენი ასოციაცია პროგნოზირებს პურის გაძვირებას საქართველოში, რაც არის გაუგებრობა და არ შეესაბამება სინამდვილეს.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ასოციაცია მოქმედებს მისი კომპეტენციის ფარგლებში და აქედან გამომდინარე, განცხადებებს აკეთებს მხოლოდ ხორბლის და ფქვილის ბაზრებზე მიმდინარე პროცესებზე. 

ვადასტურებთ, რომ მსოფლიო ბაზრებიდან გამომდინარე, საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ფასები საგრძნობლად გაზრდილია. აქედან გამომდინარე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აღნიშნული გარემოება ფქვილის ფასზე დრამატულად არ აისახოს (ფქვილის წარმოებაში ხორბლის წილი 80%-ია) და ამ მხრივ რისკები იყოს მინიმალიზირებულია.
რაც შეეხება პურის ფასს, ეს საკითხი არის მხოლოდ ჩვენი კოლეგების პურის მწარმოებლების საკითხი, ვუდასტურებთ მათ ჩვენს პატივისცემას”.

აღნიშნული განცხადება, როგორც არა ერთმა მოქალაქემ აღნიშნა ჩვენთან საუბარში, ერთგვარი შვებაა, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ბოლომდე არც ეს სჯერათ:

_ იმედია, რაღაცას იღონებენ. გვესმის, ომია უკრაინაში. ამას ვინ ელოდა?! ამიტომ იქნება შეფერხებები, თუმცა, ხალხს ნუ დაგვზაფრავენ. ჩვენ შრომასა და ჯაფაში ვართ, მით უფრო ახლა, როცა გაზაფხულია და ორმაგად დატვირთული ვართ. ამიტომ, მედიასაშუალებებს მართალი და პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება შეგიძლიათ, რომ ხალხი არ შეშინდეს პურის გაქრობის მოლოდინში, _ გვეუბნებიან ოზურგეთელი მომხმარებლები: მარინა კიღურაძე, ნინო ნოზაძე, ნატო ნიკოლაიშვილი, ლილი დოლიძე და სხვები.

ამასობაში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზეთის ფასი კიდევ გაიზარდა და ამჯერად, ერთი ლიტრის ფასი 9 ლარიდან იწყება.

_ რვალარნახევრად 900-გრამიან ბოთლს თუ ნახავ. ამბობენ, რომ მომდევნო კვირაში ზეთის ფასი კვლავ მოიმატებს, _ გვეუბნებიან მაღაზიებშიც.

მაღაზიების მფლობელები, ასევე, მომმარაგებელი ოპერატორები, ზეთის ფასის მატებასთან დაკავშირებით ასეთ ინფორმაციასაც გვაწვდიან:

_ საერთოდ, ამ პერიოდში, გაზაფხულის ბოლოს, შესაბამის საწარმოებში ზეთის ცისტერნების გასუფთავება-გარეცხვა ხდება, ახალი მოსავლის შემდეგ მიღებული პროდუქციის მოლოდინში. ამიტომ ამ დროს, ადრეც ხდებოდა მარაგის შედარებით ამოწურვა თუ ფასი ზრდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ზეთი არ იქნება ან ფასი გაორმაგდება. არ არის საჭირო ადამიანების დაზაფვრა. ისედაც გასაჭირია, სოციალური ფონი არაა მთლად სახარბიელო. ამიტომ საჭიროა, ადამიანებს მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია, _ გვეუბნება ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერი, ნატო ნიკოლაიშვილი.

რაც შეეხება დანარჩენი პროდუქტის თუ ხილ-ბოსტნეულის ფასებს, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე, ერთი კილოგრამი ცერცვი, მაისის შუა რიცხვებში, შვიდი ლარი ღირს; ამავე ქუჩაზე, ასევე, 7 ლარად შეგიძლიათ, შეიძინოთ მარწყვი და ყველი.

_ ყველის ასეთ ფასად გაყიდვას არავინ ელოდა, ორიოდე თვის წინ არსებულ ფასებთან შედარებით. ხოლო ცერცვის ფასი, პირიქით, ყველას უკვირს.

დიალოგიც შესაბამისი ისმის:

_ რა ამბავია, “გაროხი” შვიდ ლარად? _ ამბობენ მომხმარებლები.

რაც შეეხება ყველს, დაკლებული ფასი ამჯერად პროდუქტის გამყიდველებს არ მოსწონთ.

_ რაც ყველაზე ძალიან სჭირდებათ ადამიანებს საკვებად, სწორედ ის გაიაფდა ახლა. ქატო და შავი პურის ფქვილი ისე გაძვირდა, რა უნდა დაგვრჩეს ამ ყველის გაყიდვით. რამდენი შრომა და ხარჯი სჭირდება. ბაზარში წამოღებაც არ ღირს, _ გულდაწყვეტით საუბრობენ ისინი.

რაც შეეხება ახალ კარტოფილს, ერთი კილოგრამის ფასი შვიდი ლარიდან ხუთ ლარზე ჩამოვიდა და მომხმარებლები, უმეტესად, მაინც შარშანდელი კარტოფილის ყიდვას ამჯობინებენ.

ასევე, საკმაოდ მოიმატა სიმინდის ფასმაც. ერთი კილოგრამი ხარისხიანი სიმინდის მარცვალი სამი ლარი ღირს.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

პურის ფასი
გაზიარება42Tweet27Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17 თებერვალი, 2026

დაჯარიმებული ჩინური კომპანია ნასაკირალის გზაზე მუშაობას აგრძელებს

არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი მჟავანაძის დაკავებას ეხმაურებიან

ყველა სიახლე

საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17.02.2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17.02.2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17.02.2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17.02.2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ზურაბ ჟვანიას შვილზე ძებნა გამოცხადდა

11:26; 17.02.2026
სამართალი

კადრები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებიდან – რა ახალ გარემოებაზე საუბრობს პროკურატურა

11:22; 17.02.2026
საზოგადოება

სტუდენტთა ჩარიცხვა გამონაკლისის სახით – რა ცლილებებზე საუბრობს მინისტრი

11:07; 17.02.2026
საზოგადოება

2026-2027 სასწავლო წელს, პირველკლასელთა რეგისტრაციებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა

10:39; 17.02.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

10:12; 17.02.2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

10:03; 17.02.2026
ზაფრანი

ყველაზე კარგი და ენერგიული თანამშრომლები   

10:00; 17.02.2026
ზაფრანი

თქვენი ხასიათი სისხლის ჯგუფის მიხედვით   

9:58; 17.02.2026
ზაფრანი

რომელ თვეში დაიბადეთ   

9:54; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო