კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დედის პანაშვიდზე 20-წუთიანი დასწრების უფლების მიცემას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა პოლიტიკოს ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილი ნუცა ბათიაშვილი.
“20 წუთით მიიყვანესო, ზურა ჯაფარიძე დედის გასვენებაში. 20 წუთით. როგორ და რანაირად მაგის კადრები ხომ ყველამ ნახეთ.
ძალიან არ მინდა, ჩემი ამ ბიოგრაფიული ბმის ხსენება, მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო.
ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, შეიარაღებული გადატრიალების მცდელობისთვის (რაც მოგონილი დანაშაული არ ყოფილა, სხდომაზე არგამოცხადებისგან განსხვავებით), მამამისის პანაშვიდებზე იდგა მთელი დღე და “კაციჭამია ნაცებს” ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, თუ არ იცოდი ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა.
რუსის და ფულის მონები რომ არიან გავიგეთ, მაგრამ ასეთი რა სივერაგე უფუთფუთებთ, ასეთ რა ნაძირალობაზე არიან დამყნობილი, მე აღარ მესმის.
მარა მაინც ნაციქოციერთია, ხო…” – წერს ნუცა ბათიაშვილი.































































