პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ წევრებმა დღევანდელ ყრილობაზე მიიღეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაში აღარ არიან: ირაკლი ღარიბაშვილი, არჩილ თალაკვაძე , ანრი ოხანაშვილი და თორნიკე რიჟვაძე.
პარტიის პოლიტსაბჭო 15 წევრის შემადგენლობით ჩამოყალიბდა.
პოლიტსაბჭოს ახალი წევრები არიან: ნინო წილოსანი და სულხან თამაზაშვილი. პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშია პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრები ასევე არიან:
ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე, შალვა პაპუაშვილი, გია ვოლსკი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, დიმიტრი სამხარაძე.
“ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე დაამტკიცა.