აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ალიევთან. მან შეხვედრის შემდეგ მედიასთან გაცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, რეგიონში არსებული სიტუაცია და მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებიც.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მათ ასევე ისაუბრეს დავით გარეჯის საკითხზე და შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებასა და დაჩქარებაზე.
“ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება“, _ ირაკლი ღარიბაშვილი.