“კანონზე ნუღარ ინერვიულებთ, კანონი არის მიღებული, მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით”,_ ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა გამჭირვალობის კანონთან დაკვშირებულ შეკითხვაზე.
„ძალიან ნუ ნერვიულობთ ჩემს გამოჩენა-არგამოჩენაზე. ძალიან მარტივი ახსნა არსებობს. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, პროტოკოლის მიხედვით, რაც არის დაწესებული და მიღებული პრაქტიკა, ძალიან დიდი ხნის პრაქტიკა და პროტოკოლი, მე ისეთ ღონისძიებებზე არ და ვერ გამოვჩნდებოდი, სადაც არ მეკუთვნოდა გამოჩენა. მე როცა მაქვს გასვლითი ღონისძიებები და როცა ვხვდები ჩვენს აქტივს, ყოველთვის მზად ვარ, კითხვებზე გაგცეთ პასუხი. რაც შეეხება კანონს, კანონზე ნუღარ ინერვიულებთ, კანონი არის მიღებული, მოემზადეთ არჩევნებისთვის და წყნარად იყავით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.