საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ თანამდებობას ტოვებს.
“ძვირფასო მეგობრებო, მინდა საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს ყრილობა გაიმართება 1 თებერვალს.