გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე, შესაძლოა, ირაკლი ღლონტი იყოს.
“გურია ნიუსი“ ირაკლი ღლონტს დაუკავშირდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
“მხოლოდ ერთს ვადასტურებ, რომ ჩვენს ხალხს ძალიან უჭირს კორუმპირებული და შინაარსისგან დაცლილი, ინსტიტუციების მომშლელი ე. წ. ხელისუფლების პირობებში.
რაც შეეხება ჩემს უშუალო ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში, კერძოდ არჩევნებში, ეს ამ დროისთვის არ შემიძლია დაგიდასტუროთ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ წვლილს ყოველთვის შევიტან „გადამგდები“ ხელისუფლების დემონტაჟის საქმეში _ როგორ და რა ფორმით, კონკრეტულად ამაზე ახლა ვერ გპასუხობთ.
კონსულტაციები ნამდვილად არსებობს. საბოლოო, შეჯერებულ პოზიციას მალე ვაცნობებ საზოგადოებას.
მჯერა, ჩემი გურულები ადეკვატურ და სამართლიან პასუხს გასცემენ უზურპატორულ და დესტაბილიზაციურ პოლიტიკურ ძალას _ ,,ქართულ ოცნებას“, _ გვითხრა ირაკლი ღლონტმა.
[sexy_author_bio]