ვადასტურებ, რომ გურიის მხარეში, მშობლიურ ოზურგეთში ვიასპარეზებ მერის პოზიციის დასაკავებლად, _ ამის შესახებ ირაკლი ღლონტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
“კეთილისმსურველებს მსურს გითხრათ, რომ დამარცხებას არ განვიხილავ, სასტარტოდ მაქვს სოლიდური მხარდაჭერა, რისთვისაც ჩემს ხალხს გიხდით მადლობას და ეს თავის მხრივ მიათმაგებს პასუხისმგებლობას და სიყვარულს თითოეული გურულის და ოზურგეთელის მიმართ. უახლოეს დღეებში შევხვდებით ოზურგეთში და ერთად ვიასპარეზოთ გამარჯვებისთვის.
დადგა დრო, ყოველგვარ ანტისახელმწიფოებრივს, კლანურს, კანონგარეშეს, სიდუხჭირეს და უსამართლობას ვუთხრათ ნახვამდის და ერთად შევძლოთ გურიისთვის ერთ დროს მახასიათებელი სახელწოდების უკან დაბრუნება.
გურია იყო და კვლავ უნდა გახდეს სიცოცხლის სამოსახლო, ეს ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, ეს მაქვს მიზნად დასახული და ვგეგმავ თქვენთან ერთად მის აღსრულებას“, _ ამბობს “გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატი.
[sexy_author_bio]