,,20 ივნისის აქციის დაშლის პროცესი იყო იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა“, _ ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მართველი პარტიის ლიდერის თქმით, მთავარი დანაშაული, რომელიც იმ ღამეს, ნიკა მელიამ და „ნაციონალური მოძრაობამ“ ჩაიდინა, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ისაუბრონ.
„პირველი იყო ის, რაც სხდომათა დარბაზში ჩატარებას მოჰყვა – იყო ჯერ გავრილოვის და შემდეგ ოპოზიციის პროვოკაცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი შეცდომა, მათ შორის, ჩემი შეცდომა, რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე. მეორე – იყო პარლამენტზე შტურმისა და შეჭრის მცდელობა. ეს იყო მთავარი დანაშაული, რაც იმ ღამეს ჩაიდინეს. ეს არის ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა, ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სამართლებრივზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ისაუბრონ. რაც შეეხება ხარვეზებს, რაც დაშლის პროცესში იყო, ეს იყო იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა“, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.