“26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ წარდგება არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი -ეს არის „ქართული ოცნება” და მეორე ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა”, რომელიც რამდენიმე დისკრედიტირებულ პარტიას აერთიანებს.
შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ეს იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებით და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით არის შესაძლებელი”,_ განაცხადა მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.