საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ მმართველ პარტიაში ახალი სახეები გამოჩნდებიან. კობახიძე არ აკონკრეტებს, ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება და ვინ შემოემატება მმართველ პარტიას, თუმცა აღნიშნავს, რომ გუნდის განახლება აუცილებელია.
„აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი გუნდის განახლება, გაჯანსაღება, ახალი სისხლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის შედეგებს სათანადო დროს, ქართული საზოგადოება იხილავს. ბოლოო ჯამში, მთავარი არის ის, რომ მმართველობის თითოეულმა რგოლმა სათანადოდ იმუშაოს. ხარვეზსა და ჩამორჩენას ჩარევა სჭირდება“, _ აღნიშნა კობახიძემ.