პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს, თუმცა ირაკლი კობახიძე მეორე ტურის ჩატარებასაც არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წინასწარი მონაცემების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველ ტურში იგებს არჩევნებს. ჩვენ გამოვაქვეყნეთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ქალბატონი სალომეს მხარდაჭერა არის 54%, თუმცა 54%-იანი მხარდაჭერის პირობებში, ბუნებრივია, არ არის გამორიცხული მეორე ტურის ჩატარება.
რაც შეეხება მეორე ტურს, რა თქმა უნდა დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტურში, თუ ეს გახდა საჭირო, ყველა შემთხვევაში გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი. რაც შეეხება პირველ ტურში გამარჯვების ალბათობას, ეს ალბათობა არის ძალიან მაღალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.