ვენი პრინციპი მარტივია – არცერთი „ნაცი“ არცერთ ორგანოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა.
კობახიძის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ტაში მოჰყვა.
„ბულინგზე ითქვა – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ ხმები გამოდიოდა კონკრეტული ოთახებიდან და არ იყო მაინცდამაინც სასიამოვნო ის ხმები, რომელიც გამოდიოდა. როდესაც საუბარია 3/2-ზე, 4/1-ზე და ა.შ. [იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების გადანაწილება], ერთი პრინციპია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ადრე შეიძლება ამას კომპრომისებით ვეკიდებოდით, მაგალითად, როდესაც ნინო ლომჯარია ავირჩიეთ. ჩვენი პრინციპი მარტივია – არცერთი „ნაცი“ არცერთ ორგანოში. ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც“,– განაცხადა კობახიძემ.