ბოლომდე დაანგრიეს „ედისონ რისერჩის” რეპუტაცია, არავითარი ფასი არ აქვს ასეთი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც საქართველოში, ისე ამერიკაში აღნიშნულ ორგანიზაციას გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები.
„საქართველოში გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები, ამერიკაში გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები, ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია გამოიყენება კონკრეტული ძალების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისათვის და, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს ასეთი კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმით, რომ ამერიკაშიც გაყალბდა მათი მხრიდან ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები,”- განაცხადა პრემიერმა.