საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.
„ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეიდან გაზაფხულის ლამაზ დღესასწაულს ზეიმობენ, ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს.
ყველას, ვინც იზიარებს ამ დღესასწაულის სიხარულს, გილოცავთ სიცოცხლის, სიხარულის, განახლების დღესასწაულს!
ჩვენ ერთ ოჯახად ვაშენებთ ძლიერ ქვეყანას და ერთად ვზეიმობთ დღესასწაულს, რომელიც საქართველოში მრავალი საუკუნეა აღინიშნება.
გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას!“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის მისალოც ტექსტში.
ნოვრუზ ბაირამს, „გაზაფხულის ბუნიობას“ აზერბაიჯანელები ყოველწლიურად სამი დღის განმავლობაში, 20-21-22 მარტის ჩათვლით აღნიშნავენ.