მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძის განცხადებას ავრცელებს.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია უსამართლოა და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას წარმოადგენს.
“ამ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის მორიგი, უკვე მე-6, სრულიად უსამართლო რეზოლუცია და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, თავდასხმა მედიის დამოუკიდებლობაზე.
ეს ყველაფერი გვახსენებს იმ 9-წლიან პერიოდს, რა დროსაც მოქმედებდა მძიმე რეჟიმი, რომელიც თავს ესხმოდა სახელმწიფოებრიობას და მედიის დამოუკიდებლობას ჩვენს ქვეყანაში და ეს რეჟიმი იმართებოდა იმავე ძალების მხრიდან, რომლებიც დღეს ასეთ რეზოლუციებს აინიცირებენ ევროპარლამენტში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, ასეთი აქტები და რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების თვალში. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი, ევროპული ინსტიტუტები და ბიუროკრატია გაჯანსაღდება მომავალში, დღევანდელი ტენდენციები არის საკმაოდ მძიმე,”- აღნიშნა მთავრობის ადმინისტარციის ცნობით პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.