დღეს ილიაობაა – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II- ის ანგელოზის დღეს, წმინდა ილია მართლისა დაწინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს.
თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ ანგეaლოზის დღეს. დღევანდელი დღესასწაული განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩვენთვის. თქვენი სიცოცხლე სამშობლოსმიუძღვენით და თქვენს მტკიცე გვერდში დგომასა და მამობრივ მზრუნველობას ყოველთვის გრძნობდა ქართველი ერი. სწორედ უფლის ნება იყო, რომ 40 წლის წინ, საქართველოსეკლესიას ჩაუდექით სათავეში, საქართველო კი ჭეშმარიტად იღბლიანი ქვეყანა, რომ ერის სულიერი მამა თანამედროვეობის ერთერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწე გახდა.
თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ.