საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა იმ საარჩევნო ოქლში, სადაც შუალედური არაჩევნები მიმდინარეობდა, ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ პირველ ტურში.
კობახიძემ მხოლოდ ერთ _ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არ გამორიცხა მეორე ტური და აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, არ არის გამორიცხული მთაწმინდაზე ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის მეორე ტური გაიმართოს.
_ წინასწარი მონაცემებით ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში იგებენ ზუგდიდში, ხულოში, მარნეულში, ჭიათურაში, _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე.