“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიებს ლიდერების დღევანდელი შეხვედრა „გადამწყვეტი არაა“.
მისი თქმით, დღეს, შესაძლოა, შეთანხმების რამდენიმე პუნქტი განიხილონ.
“დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. როგორც ვიცი, დღეს, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული. შეხვედრას ველოდებით.
ოპოზიციასთან დღევანდელი შეხვედრა „გადამწყვეტი არაა“, _ განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართულ ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიებს ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით იმართება.