“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა ვადამდელი არჩევნების შესახებ.
“ხალხს პირველ პუნქტად ეუბნებიან, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს დეპოლარიზაცია და „მგლის თავზე სახარების კითხვას“ ჰგავს, ესენი გამოდიან და პირდაპირ ითხოვენ ისეთ რაღაცას, რაც პოლარიზაციას აღვივებს – ვადამდელი არჩევნები, აქციები და ა.შ”,_ განაცხადა კობახიძემ.