პოლიტიკის ექსპერტი ვაჟა ბერიძე „გურია ნიუსთან“ ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვით, მმართველმა პარტიამ, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს.
ბერიძე აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა, საზოგადოებისა და მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების სიმპათიით ვერ სარგებლობს, რაც მის მიმართ იმპიჩმენტის გამოყენებას კიდევ უფრო რეალურს ხდის.
ექსპერტი ხაზს უსვამს ირაკლი კობახიძის მართვის სტილს, რომელმაც, მისი თქმით, ქვეყანა დაასუსტა და ჩიხში შეიყვანა. აღნიშნულმა კი სხვა სიკეთესთან ერთად, საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მხარაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წარუმატებლობაც განაპირობა.
„ირაკლი კობახიძის კოლეგებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტილი არ არის მოსაწონი. მას პრინციპულობა უადგილო სიხისტეში გადასდის, რაც საზოგადოების, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გაღიზიანებასაც იწვევს. პარლამენტის თავმჯდომარე უფრო მოქნილი და ადეკვატური ადამიანი უნდა იყოს.
ვისურვებდი ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე საზოგადოებამ ისეთი ადამიანი ვიხილოთ, რომელსაც უფრო მეტი რიდი, კრძალვა და პატივისცემა ექნება კოლეგებისა და საზოგადოების მიმართ, თუმცა ფაქტია, რომ კადრების მოძიების, გადაადგილებისა და დანიშვნის საკითხებში ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პრობლემები აქვს.
კობახიძეს პარტიულ-ორგანიზაციული მართვა უფრო კარგად უნდა მიჰყავდეს, სწორედ ამ არასწორი მართვის გამოა დღეს დასუსტებული ხელისუფლება.
ვფიქრობ, მისი პოლიტიკური მომავალი უახლოეს მომავალში გადაწყდება “, _აღნიშნა ბერიძემ.