პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა სოფელ ჯვარცხმის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ აღინიშნა, რომ სოფლის გაზიფიცირების პროცესმა შიდა საუბნო გზები დააზიანა და მერობის კანდიდატს აღნიშნული საკითხის მოგვარებაში დახმარება სთხოვა.
„კომპანია „სოკართან“, რომლის დაკვეთითაც მიმდინარეობს გაზიფიკაციის სამუშაოები, ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს, სამუშაოების შედეგად დაზიანებული შიდა საუბნო გზების მოწესრიგებაზე“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.
ირაკლი კუჭავამ ჯვარცხმის ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი კლოდი მდინარაძე წარუდგინა და წარმატება უსურვა. (R)