ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა უარყოფს, რომ თითქოს ხელისუფლებას დაპირდა მუსლიმ თემს მეჩეთის აშენებას.
„მათ არაერთ შეხვედრაზე თვითონ დაადასტურეს, რომ ყურანზე დაიფიცებენ _ მსგავსი რამ არ ყოფილა, მაგრამ პოლიტიკოსებს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს „აწყობს“. თუ გვაცლიან ჩოხატაურელებს და ამ სოფლის შვილებს ერთმანეთთან საუბარს და არ ჩაერევა გარე ძალები, მაშინ ეს კონფლიქტი მოგვარდება“, _ განაცხადა ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ.