ჩოხატაურში ნარჩენების კონტეინერი დაიწვა.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, ეს უკვე კონტეინერის დაწვის მეექვსე შემთხვევაა და მისივე თქმით, ცეცხლის ჩაქრობა არავის უცდია.
“ასე იწვოდა და დაიფერფლა ჩოხატაურში, ხალხმრვალ ადგილას, 1000 ლარიანი ნარჩენების კონტეინერი. არ გამოჩნდა ერთი ადამიანიც კი, ვინც ამის აღკვეთას შეეცდებოდა, უბრალოდ წყალს ჩაასხამდა. ასე ვიდექით და ვუყურებდით როგორ იწვოდა ,,ჩვენი,, ქონება.
,,ჩვენის,, აღქმა რომ ისევ არ გვაქვს და ,,ჩემისთვის,, არ ვზოგავთ ერთმანეთს, ესაა განვითარების მთავარი მუხრუჭი. ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა. ირგვლივ მაღაზიებია, რომელთა პერსონალი ,,ოლიმპიური სიმშვიდით,, შესცქეროდნენ სანახაობას….
ამიტომ, ამ ტერიტორიაზე აღარ განთავსდება არცერთი კონტეინერი, ზედამხედველობის სამსახური კი მკაცრად გააკონტროლებს სანიტარულ მდგომარეობას და ჯარიმებსაც არ დაუგვიანებს ამ სავაჭრო ობიექტებს”,_ წერს კუჭავა.