სოციალურ ქსელში პარტია “ლელოს“ წევრი და ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი კუპრაძე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“საოცარი სოლიდარობის ტალღა აგორდა დახმარების გამცემთა მესიჯების დაკოპირებას და ბაზაში ჩასმას ვერ ვასწრებ. განსაკუთრებულად ბათუმი, თბილისი და ზუგდიდია აქტიური. 20-მდე სასტუმრო შემოუერთდა კამპანიას, რომ უსაფრთხო საცხოვრებელი შესთავაზონ ფრენების გარეშე, უფულოდ ჩარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს.
ამ წამს, 26 ადამიანი ერთდროულად დაბინავდა, Levan Karalashviliს დახმარებით. ასობით მოქალაქეა მზად უმასპინძლოს გასაჭირში ჩავარდნილ მეზობელს.
კვების ობიექტები უფასო კვებას სთავაზობენ სტუმრებს.
მართლა ცრემლიანი თვალებით ვუყურებ წერილებს და ამ სევდიან ისტორიას
ხალხი კი ადამიანობს, მაგრამ ქვეყანას რა ეშველება და ვინ მართავს, არ მაქვს პასუხი…“ – წერს ირაკლი კუპრაძე.