Developed By Web Features 2024 © All rights reserved
დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ ახალი მტკიცებულების დართვა მოითხოვა. საუბარია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ფირცხალავას საჯარო განცხადების შემდეგ დაწყებულ გამოძიების დასკვნაზე. საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე არც ახლა და არც არასოდეს ყოფილა ფარული თანამშრომელი.
მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სუს-იდან გამოთხოვილი დოკუმენტი საქმეს დაურთო.
“ციანიდის საქმეზე” დღეს ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა 4 საათზე გაიმართება.
ირაკლი ფირცხალავამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დეკანოზის საქმის პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს უსაფრთხოების სამსახურის აგენტად მოიხსენიებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved