“იმის ნაცვლად, რომ “ოცნება” ებრძოდეს გაჭირვებას, უმუშევრობას, სიღარიბეს, ის დაკავებულია ოპონენტებთან ბრძოლით. გუშინ დააკავეს ირაკლი ეძგვერაძე. ეს ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელი შეგვეშალოს, რადგან ჩვენ გვინდა ვილაპარაკოთ ხალხის პრობლემებზე, ხალხის გაჭირვებაზე და მათ ეს არ მოსწონთ, ამიტომ მიზანი არის ერთადერთი, რომ რამენაირად მოახდინონ საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა,” – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
“იმის ნაცვლად, რომ “ოცნება” ებრძოდეს გაჭირვებას, უმუშევრობას, სიღარიბეს, ის დაკავებულია ოპონენტებთან ბრძოლით. გუშინ დააკავეს ირაკლი ეძგვერაძე. ვნახეთ ივანიშვილის არაერთი გამოსვლა, მათ შორის, გუშინ კობახიძის გამოსვლა, რომ იქნებოდა ოპონენტების მიმართ დევნა და შესაბამისად რამდენიმე საათში აღსრულდა კიდეც მათი ეს დავალება. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დააშინონ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები, ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მაგრამ ყველა მსგავსი მცდელობა ერთი ათად გვაძლევს მოტივაციას, რომ ვებრძოლოთ ამ ავტოკრატიულ რეჟიმს, რომლის მიზანიც არის, რომ მსგავსი დაშინებებით, მუქარებით, ძალადობით შეინარჩუნონ მიტაცებული ხელისუფლება. ქვეყანა მოაქციონ სრულ იზოლაციაში, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს, უფრო მეტ უმუშევრობას. ჩვენ გვინდა ერთადერთი რამ, რომ მშვიდობიანად ჩავატაროთ 26 ოქტომბრის არჩევნები, რადგან “ქართული ოცნება” არჩევნებში მარცხდება და ქვეყანა სწრაფი სვლით წავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც ადამიანებს ექნებათ კეთილდღეობა.
მე დამირეკეს და მითხრეს, რომ ეძგვერაძესთან იყო მობილიზებული ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც არ იყვნენ პოლიციის ფორმაში, იყვნენ სამოქალაქო ფორმებში. მითხრეს, რომ ადგილზე დაპირისპირება ხდებოდა და მე როდესაც მივედი, მანქანაში სვამდნენ, აკავებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვითხოვე, თუ რატომ ხდებოდა მისი დაკავება, ამასთან პასუხები არ მიმიღია. დააკავეს ისიც, დაგვაკავეს ჩვენც და როგორც ჩანს 48 საათში იქნება სასამართლო, სადაც ან იქნება ფინანსური ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა რამდენიმე დღით ან ორი კვირის განმავლობაში. ეს ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელი შეგვეშალოს, რადგან ჩვენ გვინდა ვილაპარაკოთ ხალხის პრობლემებზე, ხალხის გაჭირვებაზე, ვხვდებით ადამიანებს და მათ არ მოსწონთ, რომ ვლაპარაკობთ ამ ადამიანების პრობლემაზე, ამიტომ მიზანი არის ერთადერთი, რომ რამენაირად მოახდინონ საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა,” – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ