„ქართული ოცნების” წარმომადგენლები ბაქიბუქობენ და იქადნებიან, რომ მათთვის სანქციები არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში ამ სანქციებს ექნება ძალიან დიდი მსუსხავი ეფექტი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი ქართულ ოცნებაში დაფიქრდება, უღირთ თუ არა ეს ამ ყველაფრად, “- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ Politico-ს მიერ გავრცელებული კანონპროექტის შესახებ, სადაც აშშ საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას სთავაზობს.
„ ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებული შტატებისგან არის ერთი ხელის გაწვდენაზე, ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი არის რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”.
შემთხვევითი არ არის, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე იმ პარლამენტარების მიმართ , რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ბაქიბუქობენ და იქადნებიან, რომ მათთვის ეს არაფერს არ ნიშნავს, სინამდვილეში ამ სანქციებს ექნება ძალიან დიდი მსუსხავი ეფექტი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი “ქართულ ოცნებაში” დაფიქრდება, უღირთ თუ არა ეს ამ ყველაფრად,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.