საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, თავიდანვე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა საქართველოში, მისი მიზანი არეულობის პროვოცირება იყო.
„თავიდანვე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა საქართველოში, სწორედ ეს ერთადერთი მიზანი ჰქონდა ყველას, ვინც მას გარედან თუ შიგნიდან ამ ნაბიჯისკენ უბიძგებდა, რომ ქვეყანაში არეულობის პროვოცირება მომხდარიყო. იმ მომენტში ეს არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ის დააკავეს. აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა დაიწყო „ფეიკშიმშილობა“, რითაც მას თავისი მომხრეების დაძაბვა და მობილიზება უნდოდა“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
სუსის განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, აქტიურად განიხილება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობაც.