ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულბათა გაერთიანების ინფორმაციით, მსოფლიოს გენერალ მოოდუკვანის ტანგსოოდოს ფედერაციამ (პრეზიდენტი კოე ვონგი, 10 დანი) მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლობა საქართველოში, გურიაში, ოზურგეთში გაიხსნა.
ფედერაციის წარმომადგენელი ადგილზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ტაეკვანდოს სექციის მთავარი მწვრთნელი და მოქმედი სპორტსმენი, ირაკლი ტუღუში ოფიციალურად გახდა ( შავი ქამარი, 3 დანი).
“ოფიციალურად 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა საქმის მსვლელობა, რომ საქართველოში გენერალ ტანგსოოდოს მოოდუკვანის ფილიალი გახსნილიყო. მოოდუკვანი კორეული საბრძოლო ხელოვნების სახეობებს მოიცავს. ამჯერად ჩვენი ფედერაცია, ტანგსოოდოს და ტაეკვონდოს ხაზით იმუშავებს. ჩვენ გავხდით მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფედერაციის გენერალ ტანგსოოდოს მოოდუკვანის წევრი. ეს ძალიან დიდი პატივია. მადლობას ვუხდი მსოფლიოს გენერალ ტანგსოოდოს მოოდუკვანის ფედერაციას, მის პრეზიდენტს ბატონ კოე ვონგს. გეტყვით იმას, რომ ტანგსოოდოს ეუფლებოდა ცნობილი მსახიობი და პროფესიონალი სპორტსმენი ჩაკ ნორისი. საქართველოში ამ ფედერაციის გახსნა და განვითარება დიდი პატივია. ჩვენ უშუალო კონტაქტი გვექნება მსოფლიოს გენერალ ტანგსოოდოს მოოდუკვანის მსოფლიო ფედერაციასთან. სამხრეთ კორეიდან საქართველოში სერთიფიკატები 13 ოქტომბერს გამოიგზავნა და 29 ოქტომბერს ჩამოვიდა. ამ უდიდესი ფედერაციის წევრობა ჩვენთვის დიდი პატივია.ჩვენი წარმატებული მოსწავლეები უკვე შავ ქამარს სამხრეთ კორეიდან მიიღებენ”, – ამბობს ირაკლი ტუღუში.
„გურია ნიუსი“ ულოცავს ჩვენს მეგობარს, ირაკლი ტუღუშს მიღწეულს და კიდევ კიდევ ახალ წარმატებებს უსურვებს!
[sexy_author_bio]