ნაკლებად მაინტერესებს, იქნება თუ არა პარლამენტში გუბაზ სანიკიძე, დანარჩენი ოპოზიცია გუბაზისა და გაკოტრებული სააკაშვილის მძევალი არ უნდა გახდეს, _ ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური პრობლემები, პანდემია და ა.შ. დროა, სწორედ ამ თემებზე გადავერთოთ. რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციას და მის გარკვეულ ნაწილს, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ. თუ უნდათ მუშაობა, სამუშაო აქ არის. „ენდიაის“ კვლევები ხომ ნახეს, სადაც პრიორიტეტი ყოველთვის ოპიზიციის აზრს ენიჭებოდა და იცით, ჩვენი პოზიცია ამ კვლევებთან დაკავშირებით. მათ ამომრჩეველი ეუბნებათ, შედით, ილაპარაკეთ პარლამენტში და იქ გააკეთეთ საქმეო. მეტი რა უნდა ვქნათ? ოპოზიციას გონივრული ვადა მივეცით, იმ პირობებში, რა პირობებშიც შესაძლებელი იყო და წავყევით, რეფორმის ნაწილშიც, იგივე საარჩევნო თემატიკაზე. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, გუბაზ სანიკიძე პარლამენტში იქნება თუ- არა. არ მაინტერესებს, რადგან ჩვენ ვნახეთ, გუბაზი 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად, ეძინა. გუბაზისნაირი ტიპები რომ არიან ოპოზიციაში ლიდერებად, დანარჩენი ოპიზიცია არ უნდა გაჰყვეს. არ უნდა გახდნენ მძევალი გუბაზისა და გაკოტრებული სააკაშვილის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.