ირანი კორონავისრუსთან საბრძოლველად ბიუჯეტის 20%-ს გამოიყენებს. ამის შესახებ განცხადება Reuters-ის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა გააკეთა.
“ჩვენ რთულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ბიუჯეტის 20% კორონავირუსთან საბრძოლველად უნდა გამოვყოთ. ეს შეიძლება სიურპრიზი იყოს მთელი მსოფლიოსთვის დაწესებული სანქციების ფონზე“,_ განაცხადა როჰანმა.
ირანში კორონავირუსით გარდაცვილთა რიცხვი 2 517-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 139 ადამიანი დაიღუპა.