ირანის, მე-13 საპრეზიდენტო არჩევნებში სეიდ იბრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას iribnews.ir ავრცელებს.
ირანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი ხმების 90 % -ის მიხედვით, სეიდ იბრაჰიმ რაისიმ 17,8 მილიონი ხმა აიღო, მოჰსენ რეზაიმ – 3,3 მილიონი ხმა, აბდულნასერ ჰემატიმ – 2,4 მილიონი ხმა, კაზიზადე ჰაშემიმ კი მილიონზე მეტი ხმა მიიღო.
ირანის მე-13 საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივნისს გაიმართა. კენჭისყრის პროცესი ადგილობრივი დროით 07:00 საათზე დაიწყო და 00:00 საათზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მაღალი აქტივობის გამო ხმის მიცემა „ბოლო ამომრჩევლამდე“, 02:00 საათამდე გაგრძელდა. არჩევნებში მონაწილეობა 28,6 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ცნობისთვის, პირველივე ტურში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა 50%+1 ხმა უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური 25 ივნისს გაიმართება.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე საათში გამოქვეყნდება.
მერაბ ცაავა