ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ ბოლო დროს გამართული საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა.
BBC-ის ინფორმაციით, შაბათს გამოსვლისას აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ათასობით ადამიანი დაიღუპა, „ზოგიერთი არაადამიანური და სასტიკი გზით“ და აშშ დაადანაშაულა ამაში.
აშშ-ში დაფუძნებული ირანელი ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, არეულობებზე ძალადობრივმა რეაგირებამ 3090 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ზოგიერთი აქტივისტური ჯგუფი კი დაღუპულთა რიცხვს გაცილებით მაღალს ასახელებს. ინტერნეტის გათიშვამ ზუსტი ინფორმაციის მიღება უკიდურესად გაართულა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ მოუწოდა ირანელ დემონსტრანტებს „პროტესტის გაგრძელებისკენ“ და სამხედრო ჩარევით დაემუქრა, თუ უსაფრთხოების ძალები მათ მოკლავენ.
„ისრაელთან და აშშ-სთან დაკავშირებულმა პირებმა უზარმაზარი ზიანი მიაყენეს და რამდენიმე ათასი ადამიანი მოკლეს“, – განაცხადა ხამენეიმ, რომლის ციტირებასაც ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
„ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტს დამნაშავედ მივიჩნევთ იმ მსხვერპლის, ზიანისა და ცილისწამების გამო, რაც მან ირანელ ერს მიაყენა“.




























































