ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ხელი მოაწერა კანონს პენტაგონისა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის შესახებ, _ აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, კანონმდებლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი პრეზიდენტის ინიციატივას.
კანონის თანახმად, ტერორისტად ითვლება ყველა, ვინც გენერალ სულეიმანის მკვლელობაში მონაწილეობდა.
ჰასან როუჰანის განცხადებით, ეს არის ვაშინგტონის ბოლოდროინდელ ქმედებებზე პასუხი, ამით კი თეთრმა სახლმა და პენტაგონმა პასუხი მიიღო ერაყში გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობაზე, რომელზეც თავდასხმა ბაღადადის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული თვითფრინავების მიერ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ბაღდადში ამერიკელმა სამხედროებმა ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი ერაყში, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან მოკლეს. ირანმა საპასუხოდ ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური.