ირანმა გაგზავნა სამხედრო პერსონალი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყირიმში, რათა მოამზადონ და ურჩიონ რუს სამხედროებს ირანში წარმოებული თვითმფრინავები როგორ გამოყენენო. ინფორმაციას CNN აშშ-ის დაზვერვის ორი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ თვითმფრინავებს რუსეთი უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებისთვის იყენებს.
ტელეკომპანია წერს, რომ რუსეთმა, ყირიმის საწყობიდან ასობით ირანული თვითმფრინავი გაუშვა, რომელიც უკრაინის ქალაქებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას თავს დაესხა. დრონები განიხილება როგორც სიგნალი თეირანსა და მოსკოვს შორის მზარდი კავშირი.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობების “გაღრმავება” უნდა განიხილებოდეს როგორც “ღრმა საფრთხე”.
The Daily Mirror- მა პირველად გაავრცელა ინფორმაცია ტრენერების უკრაინაში ყოფნის შესახებ, რომელიც აცხადებდა, რომ 50-მდე ელიტური ჯარის სპეციალისტი განლაგებულია “კამიკაძე დრონების” გამოყენებაში რუსების გასაწვრთნელად.
გამოცემა ამბობს, რომ ისინი ეჭვმიტანილები არიან ზოგიერთ თავდასხმაში, რადგან აკონტროლებდნენ ფრენის გზას და მიზნებს.
ავტორი